|
2021-07-12 17:19:36, 904 ნახვა
საზოგადოება
ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილი ნინო ლომჯარიას ხვდება
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შესახვედრად მივიდა. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ლომჯარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, პრეზიდენტთან ისაუბრებს თბილისში ბოლო დროს განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით. „დღეს მოვედი საქართველოს პრეზიდენტთან, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოს მეთაური და მინდა ჩემი მოსაზრებები და წუხილები გავუზიარო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ასევე ვესაუბრო გამოძიებასთან მიმართებითაც. არაერთხელ გავაკეთე განცხადება და მოვუწოდე შსს-ს და პროკურატურას დაიწყონ გამოძიება დანაშაულებრივი ორგანიზებული თავდასხმების ორგანიზატორების გამოსავლენად. სამწუხაროდ, ეს დღემდე არ მომხდარა, მე მინდა ამაზეც ვესაუბრო პრეზიდენტს და ზოგადად შექმნილ ვითარებაზე რას ფიქრობს თავად“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



