|
2021-07-12 15:45:42, 1326 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია - ან პარლამენტმა გადააყენოს ღარიბაშვილი, ან დემოკრატიულმა ოპოზიციამ დატოვოს პარლამენტი
ან ამ პარლამენტმა სწრაფად უნდა გადააყენოს პრემიერ-მინისტრი, ან დემოკრატიულმა ოპოზიციამ უნდა დატოვის სასწრაფოდ პარლამენტი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა. მისი თქმით, დღევანდელი პარლამენტი არ გამოხატავს ლეგიტიმურად ქვეყნის საზოგადოების ნებას. „ღარიბაშვილის დღევანდელმა გამოსვლამ დაადასტურა ის, რომ ივანიშვილის რეჟიმი, ეს ბნელეთის მოციქულები და ამ რეჟიმის პოლიტიკურად ყველაზე ნაძირლური ფრთა და წარმომადგენელი, ღარიბაშვილი, ომის მდგომარეობაშია არამხოლოდ თავისუფალ მედიასთან, რაც ცალკე აღებულიც კი კატასტროფაა ქვეყნისთვის, არამხოლოდ საზოგადოების აქტიურ ნაწილთან პოლიტიკურად ან ოპოზიციასთან, მთელი ჩვენი ქევყნის მომავალთან, ეს არის ბრძოლა ფასეულობებისათის, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის და ჩვენი ქვეყნის შიგნით ჩვენი თავისუფლებისათვის. ამ ვითარებაში, თქვენ ყველამ კარგად იცით, რომ ევროპული საქართველოს პოზიცია თავიდანვე ამ პარლამენტთან დაკავშირებით იყო მკაფიო, რომ ეს პარლამენტი არ გამოხატავს ლეგიტიმურად ჩვენი ქვეყნის საზოგადოების ნებას, მაგრამ მინდა დავივიწყო ის დისკუსია, რომელიც მიმდინარეობდა კრიზისის შემდეგ 2020 წლის არჩევნების, იმასთან დაკავშირებით, როგორც უნდა მომხდარიყო ამ კრიზისის განმუხტვა, პარლამენტში შესვლით, შეთანხმების მიღწევით თუ არმიღწევით, ეს გადავდოთ გვერდით, ეხლა ამ ვითარებაში, ამ ჯოჯოხეთის შემდეგ, რაც ივანიშვილის რეჟიმმა და მისმა დამქაშებმა, სასულიერო პირებმა და პროპუტინისტურმა ძალებმა მოაწყეს, ამ ტრაგედიის შემდეგ რაც მოხდა გუშინ, გარდაცვალება ჟურნალისტის, ამ საზიზღრობის შემდეგ, რაც მოაწყვეს ამის შემდეგ ამ გარდაცვალებასთან დაკავშირებით პროპაგანდის თვალსაზრისით ივანიშვილის რეჟიმმა, ერთადერთი ფუნქცია, რაც ამ პარლამენმა შეიძლება შეასრულოს, არის ღარიბაშვილის გადაყენება. თუ ეს არ ხდება და ამის წინაპირობებს ვერ ვხედავთ და ჯერ-ჯერობით ვერანაირს ვერ ვხედავთ, მაშინ ამ პარლამენტში ნამდვილად არ არის დემოკრატიული ოპოზიციის ნაწილი. ამრიგად, მინდა მოვუწოდო ჩვენ პარტნიორებს, რომელთანაც ადრეც გვქონია უთანხმოება, მაგრამ ეხლა ეს უნდა დავივიწყოთ, ეხლა, ერთადერთი რამ, რაც ამ შენობაში შეიძლება მოხდეს, არის ღარიბაშვილის გადაყენება, მიუხედავად იმისა, რომ ძირი ამ უბედურებისა არის ივანიშვილში და მის გარემოცვაში, მინიმუმ ეს მაინც უნდა მოხდეს ეხლა ამ პარლამენტში. თუ ეს არ ხდება, მაშინ ამ ვითარების შედარებით ნორმალიზაციის, რომ პარლამენტი ფუნქციონირებს, ამ პროცესში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს არავინ, არცერთმა ძალამ, რომლისთვისაც ამ ქვეყნის მომავალი, თავისუფლება და დამოუკიდებლობა არის ძვირფასი. ეს უნდა გაირკვეს ძალიან სწრაფად. ან ამ პარლამენტმა სწრაფად უნდა გადააყენოს ღარიბაშვილი, ან დემოკრატიულმა ოპოზიციამ უნდა დატოვოს ეს პარლამენტი და ვითარება უნდა იყოს მკაფიო ჩვენი ქვეყნის შიგნით ყველა მოქალაქისათვის და ქვეყნის გარეთ საქართველოს თავისუფლების მხარდამჭერი პარტნიორისათვის“, - განაცხადა ბოკერიამ.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)