05:08 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-12 12:56:06, 671 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი 5-6 ივლისზე: მომავალში კეთილი ინებეთ ყველამ და მოუსმინეთ მთავრობას

პოლიციამ გააკეთა შეუძლებელი და ამიტომაც, მომავალში კეთილი ინებეთ ყველამ და მოუსმინეთ მთავრობას, - ასე აფასებს ვიცე-პრემიერი, თეა წულუკიანი საქართველოში 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს.

მისი თქმით, 5 ივლისს ლგბტ თემი იზიარებდა პრემიერის პოზიციას, თუმცა პოლიტიკურ ლეშიჭამია ძალებს სურდათ პროვოკაცია.

„პოლიციამ გააკეთა შეუძლებელი და ამიტომაც, მომავალში კეთილი ინებეთ ყველამ და მოუსმინეთ მთავრობას. როდესაც მთავრობის მეთაური ამბობს, ვიყოთ ფრთხილად, შევიცვალოთ აღლუმის ადგილი, ეს ვიღაცამ უნდა დაიჯეროს და გაიზიაროს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ლგბტ თემს ალბათ, სურდა კიდეც მისი მოსმენა და გაზიარება, მაგრამ არ გსურდათ თქვენ და იმ პოლიტიკურ ლეშიჭამია ძალებს, რომლებსაც სურდათ ეს პროვოკაცია. პოლიციამ უზრუნველყო შეუძლებელი, მაგრამ ეს თქვენ არ მოგწონთ. თქვენ გინდათ, რომ აკეთოთ ის, რაც არის პროვოკაცია და რეალურად ზოგიერთი ოპოზიციური ძალა, რომელთანაც თქვენ თანამშრომლობთ ძალიან კარგად, აჯანჯღარებთ ამ ქვეყანას და ნუ აჯანჯღარებთ ამ ქვეყანას. ახლა სიმშვიდის დროა, უნდა დავწყნარდეთ და ნუ გამოიყენებთ მორიგჯერ ამ უბედურებას, რომელიც არის ოპერატორის გარდაცვალება, პოლიტიკური მიზნებისათვის“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics