|
2021-07-12 12:40:31, 760 ნახვა
საზოგადოება
თეა წულუკიანი ჟურნალისტებს: შეწყვიტეთ ჩემი შეშინება ევროკავშირითა და ამერიკით
შეწყვიტეთ ჩემი და საქართველოს სხვა მოქალაქეების შეშინება ევროკავშირითა და ამერიკით, - ასე მიმართა ვიცე-პრემიერმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ჟურნალისტების დაშინებით ქვეყნის მთავრობა ევროატლანტიკურ ორიენტაციას არ შეიცვლის. „ძალიან გთხოვთ, შეწყვიტეთ ჩემი და საქართველოს სხვა მოქალაქეების ძალიან დიდი უმრავლესობის დაშიანება და შეშინება ევროკავშირითა და ამერიკით. ჩვენ ამ დაშინებით არ შევიცვლით ჩვენს ორიენტაციას, ეს არის ევროატლანტიკური ორიენტაცია. თქვენ ყოველთვის ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომლებმაც ღიად დადგა პროვოკაცია და ჩემთვის სასმწუხაროდ, როგორც სტრასბურგის სასამართლოს ყოფილი თანამშრომლისთვის ლგბტ თემი და მისი ინტერესები გამოიყენა საკუთარი ბინძური პოლიტიკური თამაშისათვის, თქვენ ყოველთვის აშინებთ ქართველებს უცხოელებით. ამით ძალიან დიდ საქმეს უკეთებთ რუსეთს და თამაშობთ რუსულ თამაშს. ამიტომაც, შეწყვიტეთ ჩემი შეშინება ევროკავშირით და ამერიკით“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



