|
2021-07-11 21:37:48, 771 ნახვა
საზოგადოება
მედიის წარმომადგენლები მთავრობის კანცელარიასთან აქციას მართავენ
მედიის წარმომადგენლები მთავრობის კანცელარიასთან აქციას მართავენ. ისინი „ტვ პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე მოძალადეების დასჯას და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ. ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა სოლიდარობის ნიშნად კამერები და მიკროფონები ძირს დააწყვეს. შეგახსენებთ, რომ კანცელარიის პარალელურად ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზეც. პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი არიან ოპოზიციის წარმომადგენლები, სხვადასხვა მედია ორგანიზაციები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები. ცნობისთვის, ალექსანდრე ლაშქარავა 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა, რომელსაც მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში 20-მდე პირი ფიზიკურად გაუსწორდა. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



