|
2021-07-11 18:44:54, 720 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტთან მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი არიან ოპოზიციის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები, სხვადასხვა მედია ორგანიზაციები და რიგითი მოქალაქეები. აქციის მონაწილეები მოითხოვენ დაუყონებლივ დააკავონ და კანონის სრული სიმკაცრით დასაჯონ მოძალადეები, რომლებიც 5 ივლისს „ტვ პირველის“ ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამასთან, მოქალაქეებმა გარდაცვლილი ოპერატორის პატივსაცემად პარლამენტის წინ სიმბოლურად სანთლები დაანთეს და ყვავილები მიიტანეს. შეგახსენებთ, რომ „ტვ პირველის“ ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა, დღეს 11 ივლისს გარდაიცვალა. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



