|
2021-07-11 15:47:20, 785 ნახვა
პოლიტიკა
მეუფე გრიგოლი ლაშქარავაზე: ვგრძნობ ტკივილს ყველა იმ მოქნეული ჯოხისა, ქვისა, წიხლებისა
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ სასტიკად ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის უფლება არავის აქვს. როგორც მეუფემ აღნიშნა, მათ მიმართ, ვინც სხვა ადამიანის მკვლელობაში არიან გარეული, ჩნდება კითხვა - "ვის სწირავენ მსხვერპლს? ღმერთს თუ ეშმაკს". "მე არ ვიცი, როგორ გამოვხატო ჩემი წუხილი ამის გამო. ადამიანები ყოველდღე იღუპებიან, გარდაცვალება ამ ცხოვრებისთვის ჩვეულებრივ მოვლენად არის ქცეული, ისევე, როგორც დაბადება. ჩვენ ვართ წუთისოფლის მგზავრები, მაგრამ არავის აქვს უფლება, ხელყოს მეორე ადამიანის სიცოცხლე, რადგან შენ არ მიგიცია მისთვის. ადამიანები, რომლებიც მეორე ადამიანის მკვლელობაში არიან გარეული, კითხვა ჩნდება - ვის სწირავენ მსხვერპლს? ღმერთს თუ ეშმაკს? ამაზე კარგად უნდა ვიფიქროთ ქრისტიანებმა", - თქვა მეუფე გრიგოლმა. მანვე აღნიშნა, რომ ღირსების მარშის ჩატარება მისთვის მიუღებელია, თუმცა ასევე მიუღებელი იყო გამოხატვის ის ფორმა, რითაც ძალადობრივი ჯგუფები მედიის წარმომადგენლებს და აქტივისტებს დაუპირისპირდნენ. "მანამდეც განვაცხადე, რომ იდეა, რის დემონსტრირებასაც ცდილობდა ის ორგანიზაცია, რომელმაც გადაწყვიტა ამ დღეს თავისი პარადის ჩატარება, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, მაგრამ ასევე კატეგორიულად მიუღებელია ის ფორმა, რომლითაც უპირისპირდები ამ მოვლენას. სხეულზე ვგრძნობ ტკივილს ყველა იმ მოქნეული ჯოხისა თუ გასროლილი ქვისა, თუ იმ წიხლებისა, თუ იმ შეფურთხებებისა", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა. დღეს, 11 ივლისს ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ოპერატორს 5 ივლისს ჰომოფობიურ და ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლები თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ. ლექსო ლაშქარავას სახის ძვლები ჰქონდა მოტეხილი და ოპერაცია დასჭირდა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)