|
2021-07-10 16:09:47, 613 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ჩართულობით, 71 პროექტი განხორციელდა
გლდანის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, 71 პროექტი განხორციელდა, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 1 489 326 ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. აღნიშნული პროექტით, სახურავს რეაბილიტაცია 23 მისამართზე ჩაუტარდა, წყალარინების ქსელი 15 მისამართზე შეიცვალა, შეკეთდა 13 დაზიანებული ლიფტი; საერთო სარგებლობის შიდა ინფრასტრუქტურის სამუშაოები - კიბეები, სადარბაზოს შესასვლელის გადახურვა და კარის განთავსება, სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია კი, ჯამში, 20 მისამართზე განხორციელდა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, გამგეობა სამუშაოებს 100%-ით აფინანსებს. ამხანაგობა კი სამუშაოების ღირებულების 5%-10%-ის ოდენობის თანხას ამხანაგობის ანგარიშზე ათავსებს, რომელსაც შემდგომ საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმარს.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



