|
2021-07-10 14:29:10, 857 ნახვა
საზოგადოება
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ადმინისტრირების წესის შესახებ, შემოსავლების სამსახურში გადამხდელებთან ღია კარის დღეები იმართება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ორგანიზებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ადმინისტრირების წესის შესახებ, ღია კარის დღეები იმართება. შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზაზა თაბაგარმა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ადმინისტრირების ახალი წესის გაცნობის მიზნით, ქუთაისსა და ბათუმში რეგისტრირებულ მეწარმეებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. უწყების წარმომადგენლებმა გადასახადის გადამხდელებს ცვლილების შესახებ მომზადებული პრეზენტაცია და ვიდეო სახელმძღვანელო წარუდგინეს. აღსანიშნავია, რომ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ადმინისტრირების გაუმჯობესების პროექტი პირველ ეტაპზე მიზნად ისახავს სსიპ „წიაღის ეროვნული სააგენტოს“ მიერ გაცემულ ლიცენზიებზე მოსაკრებლის ადმინისტრირების პროცესის სრულყოფას. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის ადმინისტრირების პროცესის ეფექტიანობის გაუმჯობესებას და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას, ასევე მოხდება გადასახადის გადამხდელების მხრიდან დეკლარირების პროცესის გამარტივება, საინფორმაციო ბაზების დახვეწა და სახელმწიფოს წიაღისეული რესურსების უფრო ეფექტიანად გამოყენება. ღია კარის დღეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, 12 ივლისის ჩათვლით, პერმანენტულად გაიმართება. შეხვედრები კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობს. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ადმინისტრირების ახალი წესი 3 000-ზე მეტ ლიცენზიანტს შეეხება.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



