|
2021-07-10 10:44:05, 1548 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში ჰომოფობების ძალადობრივი აქციის შემდეგ, ტურისტულ კომპანიას 14 000-ევროიანი ტური გაუუქმეს
საქართველოში 5-6 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, ჰომოფობების ძალადობრივი აქციის შემდეგ, ტურისტულ კომპანიას 14 000-ევროიანი ტური გაუუქმეს. როგორც ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დამფუძნებელი, მინდია ბაჟუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ტურისტებმა ჯავშნის გაუქმების მიზეზად ჯგუფის წევრების განსხვავებული სტილი დაასახელეს. „10 თვე დამჭირდა, რომ შვედების ჯგუფისგან საბოლოო თანხმობა მიმეღო. ეს არის ჯგუფი, რომელიც 6 წელია მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში და პოპულარიზაციას უწევს სხვადასხვა ადგილებს. შვედური ტურისტული კომპანიაა, რომლებიც საქართველოს შესასწავლად დავპატიჟე და 10 თვიანი ლოდინის შემდეგ თანხმობა მივიღე. მათ ტური იყიდეს ჩემგან. ჰო იმისთვის, რომ საქართველოში შემდგომში ტურისტები გამოეგზავნათ მათ 14000 ევროიანი პაკეტი იყიდეს და ამ თანხას ჩვენთან დახარჯავდნენ. 4 აგვისტოს ჩამოვიდოდნენ რომ არა გადარეული ორკები რუსთაველზე. გუშინ ღამით მომივიდა შეწყვეტის მეილი. გააუქმეს ჩვენი ტური და თურქეთისკენ აიღეს გეზი. დავკარგეთ პოტენციური კლიენტები, სამომავლოდ არ ვიცი რამდენი ტურისტი. ჰოდა მთავარი მიზეზი იცით რა არის? ,,ჩვენ ჯგუფს შეიძლება პრობლემა შეექმნას განსხვავებული სტილის გამოო“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|



ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)