|
2021-07-09 19:12:46, 777 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - გვაქვს კონკრეტული ფინანსური ბერკეტები და პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ციფრული ტრანსფორმაციისკენ
ციფრულ ტრანსფორმაციას დიდი ადგილი უჭირავს ჩვენს სამომავლო გეგმებში, რომლის მიხედვით, ძალიან ბევრ სფეროში ისევე, როგორც ზოგადად ქვეყანაში უნდა მოხდეს ციფრული ტრანსფორმაცია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ციფრული ტრანსფორმაციის" საქართველოს კონსორციუმის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრის თქმით, საქართველოს ციფრულ ტრანსფორმაციაში ძალიან აქტიურ დახმარებას უწევენ დონორები, რომელთა ხელშეწყობით ქვეყანაში არაერთი მსხვილი პროექტი ხორციელდება, მათ შორის „ლოგ ინ ჯორჯია", რომელიც რეგიონებში ფართოზოლოვან ინტერნეტქსელებთან ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. „ასევე როგორც იცით, ორიოდ დღის წინ ევროკავშირმა დაახლოებით 4 მილიარდი ევრო გამოგვიყო სხვადასხვა მსხვილი სტრატეგიული დარგებისთვის. მათ შორის ერთ-ერთი მიმართულება არის სწორედ ციფრული ტრანსფორმაცია, ციფრული ჰაბი საქართველოს სახით ჩვენს რეგიონში. მიმდინარე პროექტებიდან ასევე გამოვყოფდი საყოველთაო ინტერნეტიზაციის მასშტაბურ პროექტს, რომელიც 1000-მდე დასახლებული პუნქტისა და ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის მაღალი ხარისხისა და სიჩქარის ინტერნეტზე წვდომას გულისხმობს განურჩევლად იმისა, სოფლად ცხოვრობს თუ ქალაქში", - აღნიშნა ნათია თურნავამ. მინისტრის თქმით, მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება ციფრული ტრანსფორმაციის კუთხით, ეს არის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამა, რომელიც სტარტაპებისა და ინოვაციური წამოწყებების გრანტებით მხარდაჭერას გულისხმობს. „უკვე 150-მდე სტარტაპი გვაქვს დაფინანსებული და მათგან ზოგიერთი სილიკონ ველიზეა წარმოდგენილი. ქვეყნის განვითარების 10-წლიან გეგმის პერსპექტივაში კი 500-მდე სტარტაპის დაფინანსებას ვგეგმავთ. კიდევ ერთი მიმართულება შევიმუშავეთ „აწარმოე საქარველოში" ფარგლებში, რომლითაც პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას და ამ ბიზნესს წავახალისებთ გრანტებითა და სუბსიდიებით. ასე რომ, გვაქვს კონკრეტული ფინანსური ბერკეტები და პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ციფრული ტრანსფორმაციისკენ. მნიშვნელოვანია, რომ დღეს ეს ინდუსტრია ეს ინდუსტრია კონსოლიდირდება და ისინი მარტო ერთმანეთის კონკურენტები კი აღარ იქნებიან, არამედ ერთობლივად და მთავრობის მხარდაჭერით განახორციელებენ რეალურ ციფრულ გარღვევას", - აღნიშნა ნათია თურნავამ. საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის კონსორციუმი კერძო-საჯარო პარტნიორობაზე დაფუძნებული ღია, თანამშრომლობითი პლატფორმაა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს "ციფრული ტრანსფორმაციის", საჯარო ელექტრონული სერვისების დეცენტრალიზებული ეკოსისტემის განვითარებისა და ქვეყნის საერთაშორისო ინოვაციური საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობას.
საქართველოდან ირანის მიმართულებით უპრეცედენტო რაოდენობის ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა
იანვრიდან მოყოლებული, საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა 140 000 ადამიანით შემცირდა
ავტომობილები, ნავთობპროდუქტები, ძვირფასი ლითონები - რას ყიდის საქართველო და საიდან ვყიდით ნავთობს
8 თვეში საქართველომ $12.5 მილიარდის საქონელი შეიძინა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)