|
2021-07-09 16:50:31, 9175 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციაში დაარსებიდან 17 წლის იუბილე აღინიშნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იუბილესთან დაკავშირებით ადმინისტრაციული შენობის ეზოში ღონისძიება გაიმართა, რომელიც დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ბაგრატიონმა მისალოცი სიტყვით გახსნა. ღონისძიებას დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, თავმჯდომარის მოადგილეები და დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელები დაესწრნენ. ღონისძიებაზე დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 128-მა წვევამდელმა სამხედრო ფიცი დადო. წვევამდელებმა სამხედრო ფიცის მიღებამდე 10-დღიანი მომზადება გაიარეს, ფიცის დადების შემდეგ კი ჯარისკაცები შინაგან საქმეთა სამინისტროს საკონტრაქტო სამსახურში ჩაირიცხებიან და ერთწლიან სავალდებულო სამსახურს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სხვადასხვა ქვედანაყოფში გაივლიან. გიორგი ბაგრატიონმა თანამშრომლებს დაცვის პოლიციის იუბილე მიულოცა, დაცვის პოლიციაში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო, ასევე, სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ - გიორგი ბაგრატიონმა პროფესიონალიზმით გამორჩეულ თანამშრომლებს მადლობის სიგელები პირადად გადასცა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)