|
2021-07-09 16:48:19, 536 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ ბიზნეს კლუბის წევრებისთვის დისკუსია გაიმართა
გუშინ კონცეპტის სივრცემ „თიბისის“ ბიზნეს კლუბის წევრებისთვის დისკუსიასუმასპინძლა, სადაც მთავარი სპიკერები ბიზნეს-კონსულტანტი ანდრო დგებუაძე და „ლივინგსტონის“ თანადამფუძნებელი ლევან ლეფსვერიძე იყვნენ. შეხვედრის მთავარი თემა მომხმარებლის გემოვნება იყო, რა გზას გადის და ეცვლება თუ არა მომხმარებელს გემოვნება დროთა განმავლობაში, რა სახეს მიიღებს ის მომავალში და რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს სამომავლოდ ბიზნესს, როგორ შეიცვლება ბაზარი. შეხვედრა ფიზიკურ სივრცეში მხოლოდ ბიზნეს კლუბის წევრებისთვის გაიმართა, კოვიდ რეგულაციების გამო დამსწრეთა ადგილები შეზღუდული იყო. თიბისის ბიზნეს კლუბი არის სივრცე, რომელიც ბიზნესის მხარდაჭერისთვის შეიქმნა, ბიზნეს კლუბი მის წევრებს აწვდის საჭირო ინფორმაციას, აძლევს ცოდნის გაღრმავების საშუალებას, მართავს დისკუსიებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან თემებზე. ამას გარდა, ბიზნეს კლუბი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მართავს ბიზნესსაუბრებს, რომელშიც ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები განიხილავენ მათთვის აქტუალურ საკითხებს.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



