|
2021-07-08 13:14:34, 569 ნახვა
საზოგადოება
მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ახალციხის კლინიკიდან ორი თანამშრომელი გათავისუფლდა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, პროფესიული საბჭოს გადაწყვეტილებით, 27 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ახალციხის კლინიკიდან ორი თანამშრომელი გათავისუფლდა. მისივე განმარტებით, საქმე ეხება პროცედურულ დარღვევებს, რის გამოც მათ საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა დროებით შეუჩერეს. „პროცედურული დარღვევები იყო სამედიცინო დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენასთან დაკავშირებით. პროფესიული საბჭოს უფლებამოსილებას სცილდება რომელიმე თანამშრომლის დანიშვნა ან გათავისუფლება, თუმცა აქცენტი გაკეთდა ეთიკური პრაქტიკის სერიოზულ დარღვევაზე და საბჭომ გასცა რეკომენდაცია სათანადო რეაგირების აუცილებლობის შესახებ. როგორც ჩანს ეს იყო რეაგირება განხორციელებული ახალციხის კლინიკის მიმართ დროებით, ვიდრე არ დადგინდება საბოლოო მიზეზები. საბოლოო მიზეზების დადგენის შემდეგ საბჭო კიდევ იმსჯელებს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. შეგახსენებთ, რომ ახალციხის კლინიკაში, 27 წლის ექთანს, მეგი ბაქრაძეს COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებიდან რამდენიმე წუთში, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. პაციენტი თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კატასტროფის მედიცინის ბრიგადის ეკიპაჟმა გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და 19 მარტს გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



