|
2021-07-08 13:00:44, 415 ნახვა
საზოგადოება
წილკნის საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე მინდვრის დღე მოეწყო
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ერთწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე, ფერმერებისთვის და დარგის სპეციალისტებისთვის მინდვრის დღე მოეწყო. ფერმერები, ხორბლის ტრადიციულ ჯიშებთან ერთად, ახალ ჰიბრიდებს გაეცნენ, რომელსაც ცენტრის მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახური შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტის „საერთაშორისო სანერგეებიდან გამორჩეული მაღალმოსავლიანი, დაავადებებისადმი გამძლე საშემოდგომო ხორბლის გენოტიპების იდენტიფიცირება საქართველოს სხვადასხვა გარემო პირობებში გამოცდის გზით“ ფარგლებში ცდის. ხორბლისა და სიმინდის გამოცდის საერთაშორისო ორგანიზაციიდან მიღებული 300-მდე ხორბლის ფორმიდან 9 ფორმა, სამეურნეო ნიშან-თვისებების, სტაბილურობის, მოსავლიანობის და დაავადებების მიმართ გამძლეობის მიხედვით გამოირჩა. პროექტი 4 რეგიონში - დედოფლისწყაროში, მცხეთაში, ბორჯომსა და ახალქალაქში მიმდინარეობს, რომლებიც ერთმანეთისგან კლიმატური პირობებით და ზონალობის მიხედვით განსხვავებულია. პროექტის ფარგლებში, კონკრეტული რეგიონისთვის საუკეთესო ფორმა შეირჩევა და მისი ჯიშად დარეგისტრირება მოხდება. შერჩეული ფორმა გაივლის ჯიშთა გამოცდას და გავრცელდება ფერმერულ მეურნეობებში. 3 წლიან პროექტს „საერთაშორისო სანერგეებიდან გამორჩეული მაღალმოსავლიანი, დაავადებებისადმი გამძლე საშემოდგომო ხორბლის გენოტიპების იდენტიფიცირება საქართველოს სხვადასხვა გარემო პირობებში გამოცდის გზით“ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ქობულეთის ფიტოპათოლოგიის ინსტიტუტთან ერთად ახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



