|
2021-07-07 13:08:52, 650 ნახვა
საზოგადოება
უსაფრთხო მედიაგარემოსთვის! - მედიის წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ და მედიის წარმომადგენლები, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას, „უსაფრთხო მედიაგარემოსთვის!“ მართავენ. აქციის მონაწილეები 5 და 6 ივლისს რუსთაველის გამზირზე მომხდარ მოვლენებს აპოროტესტებენ და შინაგან საქმეთა სამინისტროს მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტების დროული გამოძიებისკენ მოუწოდებენ. „მივმართავთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი და მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ ჟურნალისტების მიზანმიმართულ დევნაზე, ჯანმრთელობის დაზიანების, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ხელშეშლის ფაქტებზე“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 6 ივლისს პარლამენტთან მშვიდობიანი, მდუმარე აქცია გაიმართა. ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, სამოქალაქო აქტივისტებმა, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა და მოქალაქეებმა 5 ივლისს დაზარალებულ მედიის წარმომადგენლებსა და აქტივისტებს სოლიდარობა გამოუცხადეს. გუშინდელი აქციის პარალელურად კვლავ შეიკრიბნენ ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფებიც. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ 100 პირი დააკავა, რომელთაგან 68 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



