|
2021-07-06 15:20:59, 493 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაციაა, შეკრებებსა და კონფერენციებზე მხოლოდ ორჯერადად აცრილი პირები დაუშვან
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოზე დღეს მათი ერთ-ერთი რეკომენდაცია შეკრებებსა და კონფერენციებზე მხოლოდ ორჯერადად აცრილი პირების დაშვება იყო. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, დღეს ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი არ არის და შესაბამისად, მოსახლეობა მაქსიმალურად უნდა აიცრას. „ყველაზე დიდი თავდაცვის საშუალება ნიღაბია და ამაზე უარი არ უნდა ვთქვათ. დღეს საკოორდინაციო საბჭოზე ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, რომ თუ იქნება ამ ზაფხულს კონფერენციები და შეკრებები, იქ მხოლოდ ორჯერადად აცრილი ადამიანები დაუშვან. ასევე აუცილებელია, რომ სასტუმროს პერსონალი სრულად იყოს აცრილი. იმ სასტუმროს ტერიტორიაზე, სადაც ტარდება შეკრება და კონგერენცია, აუცილებლად იყვნენ ორჯერადად აცრილი ადამიანები. დღეს ეპიდსიტუაციის შეკავების მთავარი გზა გადის აცრებზე. ამიტომ, მოსახლეობა მაქსიმალურად უნდა აიცრას. დღეს ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი არ არის. ვაქცინები არის სამყოფი რაოდენობის და კიდევ შემოვა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



