|
2021-07-05 15:59:44, 648 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მრევლს, რომ დღეს, ქაშუეთის ტაძარში დაგეგმილ პარაკლისზე მივიდეს
საქართველოს საპატრიარქო მრევლს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ დღეს, 17:00 საათზე, ქაშუეთის ტაძარში დაგეგმილ პარაკლისზე მივიდეს. როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ტაძარში შეკრებილებმა თავი უნდა შეიკავონ ყოველგვარი აგრესიული და ძალადობრივი ქმედებისაგან. „როგორც მოგეხსენებათ, „თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებმა დღეს დაგეგმილი აქცია გადადეს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დღეს, 17 საათზე, ქაშუეთის ტაძარში ტარდება სამშვიდობო პარაკლისი. შესაბამისად, კვლავ მოვუწოდებთ ყველას, განსაკუთრებით მათ, ვინც დედაქალაქის სხვადასხვა ადგილას აპროტესტებს პრაიდის ორგანიზებას, შეიკრიბოს ქაშუეთის ტაძართან, თავი შეიკავოს ყოველგვარი აგრესიული, ძალადობრივი ქმედებისაგან და მშვიდობიან ვითარებაში დაესწროს ლოცვას“, - აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



