|
2021-07-05 13:19:46, 714 ნახვა
საზოგადოება
„რიონის ხეობის მცველები“ „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე, დედაქალაქში მოდიან
„რიონის ხეობის მცველები“ „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე, თბილისში მოდიან. როგორც „პუბლიკას” მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მარიტა მუსელიანმა განუცხადა, აქციაზე საპატრიარქოს მოწოდების გამო გამოდიან და აპირებენ, რომ დაესწრონ დაგეგმილ პარაკლისს. „დიახ, მოვდივართ, დიახ, ვაპირებთ, მივიღოთ მონაწილეობა [პრაიდის წინააღმდეგ]. ძირითადად, მომხრეები სხვადასხვა დროს წავიდნენ და აბსოლუტურად მრევლზე მოწოდება როგორც კი გაკეთდა, ყველამ მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენც… ვარლამიც მოდის, რასაკვირველია, კახაც. პრაიდის წინააღმდეგ ჩვენ გამოვთქვით წერილობითი აზრი, პრაიდის იდეა პირდაპირ ეწინააღმდეგება. ჩვენი ადგილი ძალადობრივი ჯგუფების გვერდით არ არის, ჩვენ საპატრიარქოს მოწოდების მიხედვით მივდივართ აბსოლუტურად მშვიდობიან აქციაზე. არასოდეს ვყოფილვართ ძალადობრივი ჯგუფების გვერდით და არცერთი ძალდობრივი ჯგუფის მოწოდებაზე არსად არ გაუვლია, ჩვენ როგორც მართმადიდებელი მრევლი და ხალხი, რომელთაც აქვთ პრაიდთან დაკაშირებით გამოხატული წერილობითი პოზიცია, მივდივართ ამ პოზიციის დასადასტურებლად“, - აცხადებს მარიტა მუსელიანი „პუბლიკასთან“ საუბრისას.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



