|
2021-07-03 18:02:59, 973 ნახვა
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე ანა ნაცვლიშვილს - პარლამენტის წევრი პირდაპირი და ღია ტექსტით ემუქრება დამოუკიდებელ ინსტიტუტს და კონკრეტულ მოსამართლეებს სახლში გაყრით
ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე უკიდურესად სახიფათოს და შემაშფოთებელს უწოდებს „ლელოს“ წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ,,ქირურგიული ჩარევის და მოსამართლეთა უდიდესი ნაწილის სახლში გაშვების გარეშე, არანაირი ნომინალირი რეფორმა არ იქნება დაკმაყოფილებული”. ,,ეს არის უკიდურესად სახიფათო და შემაშფოთებელი განცხადება, რომელსაც აუცილებლად უნდა მოჰყვეს არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის რეაგირება", - წერს ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში. მისი თქმით, პარლამენტის წევრი პირდაპირი და ღია ტექსტით ემუქრება დამოუკიდებელ ინსტიტუტს და კონკრეტულ მოსამართლეებს სახლში გაყრით ექსპერტის აზრით, ეს განცხადება კიდევ უფრო ნათელს ხდის, ოპოზიციის რეალურ მიზანს - ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში დაამყარონ დიქტატურა. „ეს არის უკიდურესად სახიფათო და შემაშფოთებელი განცხადება, რომელსაც აუცილებლად უნდა მოყვეს არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის რეაგირება. პარლამენტის წევრი პირდაპირ და ღია ტექსტით იმუქრება. იმუქრება დამოუკიდებელი ინსტიტუციის წინააღმდეგ და ემუქრება კონკრეტულ მოსამართლეებს სახლში გაყრით. კიდევ ერთხელ ცხადყოფს ეს განცხადება, რომ ამ ხალხის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანაში უპირობოდ ეცდებიან დაამყარონ დიქტატურა", - წერს ბოჟაძე facebook გვერდზე.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)