|
2021-07-03 11:25:42, 1083 ნახვა
საზოგადოება
გარემოსდაცვითი მმართველის სასწავლო კურსი დასრულდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში, ონლაინ სასწავლო კურსი „გარემოსდაცვითი მმართველი” 12-მა მონაწილემ წარმატებით დაასრულა. აღნიშნული კურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ნარჩენების მართვის სფეროში დასაქმებული პირების კვალიფიკაციის ამაღლებას. „ნარჩენების მართვის კოდექსის“ თანახმად, კომპანიებს, რომლებიც წლის განმავლობაში 200 ტონაზე მეტ არასახიფათო, 1000 ტონაზე მეტ ინერტულ ან ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენს წარმოქმნიან, ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი პირის - გარემოსდაცვითი მმართველის ყოლის ვალდებულება ეკისრებათ. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა დაინტერესებული პირების მომზადება 2015 წლიდან დაიწყო. სასწავლო კურსს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე დარგის სპეციალისტები უძღვებიან, რაც კომპანიებს საშუალებას აძლევს, ჰყავდეთ კანონით დაკისრებული მოთხოვნებისა და თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით გადამზადებული კადრი. ცენტრის ინიციატივით შექმნილ სასწავლო კურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც იურიდიული პირების მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს, ისე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. კურსის ფარგლებში, გადამზადებული და სერტიფიცირებულია 467 პირი.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



