|
2021-07-03 10:02:51, 1621 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში დღეიდან „სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია იწყება
დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში „სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია დღეიდან დაიწყება. როგორც მან გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მომდევნო დღეებში საქართველოში შემოვა „ასტრაზენეკას“ დამატებითი დოზები და ყველა ადამიანი, ვისაც პირველი აცრიდან 10-12 კვირა გასდის, იქნება აცრილი. „კვირას, დღის მეორე ნახევარში, დღის ბოლომდე ყველა ამცრელი დაწესებულება მზად იქნება, რომ დაიწყოს აცრები. ვიწყებთ „სინოფარმით“. ხვალიდან გაიხსნება რეგისტრაცია „სინოფარმზე“. მომავალი ორი კვირის განმავლობაში დავაკვირდებით როგორი იქნება მოქალაქეთა აქტივობა ჯავშნებთან დაკავშირებით. რამდენიმე დღის შემდგომ, დაემატება და გაფართოვდება შესაბამისად „სინოვაკით“ და ასევე გაგრძელდება აცრები 10-12 კვირა პირველი აცრიდან „ასტრაზენეკათი“. ამ დღეებში შემოვა „ასტრაზენეკას“ დამატებითი დოზები. ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით და ყველა ადამიანი, ვისაც პირველი აცრიდან 10-12 კვირა გასდის, იქნება აცრილი. შემდგომ, როცა ძირითადი დოზა შემოვა „ასტრაზენეკასი“, ყველა ადამიანი იქნება აცრილი, ვისაც მეორე დოზა სჭირდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 2 ივლისს საქართველომ „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო, 5 ივლისიდან კი ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია იწყება.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



