12:17 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-02 17:39:07, 826 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინით აცრას 16 წელს ზემოთ მყოფი პირებიც შეძლებენ

დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინით 16 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეებიც აიცრებიან.

როგორც მან აღნიშნა, ზოგიერთი ქვეყანა „ფაიზერთან“ მიმართებაში მოზარდების აცრებსაც ახორციელებს.

„ფაიზერს“ ინსტრუქციაში აქვს დაშვება 16 წლიდან, ამიტომ ჩვენთანაც შევა ცვლილება „ფაიზერის“ შემოსვლის დროს და 16 წლიდან ზემოთ მოსახლეობა აიცრება. რაც შეეხება შემდგომ გადაწყვეტილებებს, რასაც უკვე ზოგიერთი ქვეყანა „ფაიზერთან“ მიმართებაში ახორციელებს მოზარდების აცრებს, ამაზე ჩვენ დაველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას. ძალიან გთხოვთ, რომ  მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია მოსახლეობას, რომ ჯავშნები გაიხსნება ხვალიდან, იაქტიურონ, ორ კვირაზე იქნება ჯავშნები გახსნილი. დავაკვირდებით აქტიურობა როგორი იქნება, შემდეგ გაიზრდება მთელი თვისა და მთელი ზაფხულის განმავლობაში. ვიწყებთ „სინოფარმით“ და შემდგომ დაემატება „სინოვაკი“ და „ფაიზერი“. ამცრელი დაწესებულებები, რომლებიც სულ უფრო და უფრო ფართოვდება და მათი რაოდენობა იზრდება, გაიყოფა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დააკავეს პირი რომელმაც სენაკში სამი ადამიანი დაჭრა
საქართველოში ამინდი გაუარესდება
COP31-ის ათასობით მონაწილე, ლგბტ თემის წარმომადგენლებთან ერთად, ანტალიის ქუჩებში პროტესტის ნიშნად გამოვიდა
ალიასკამ 1998 წლის შემდეგ პირველად აირჩია დემოკრატი გუბერნატორი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics