|
2021-07-02 15:29:08, 1157 ნახვა
საზოგადოება
მედიაკოალიცია შსს-ს „ღირსების მარშის“ მონაწილეთა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს
კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მოუწოდებს საქართველო შინგან საქმეთა სამინისტროს 5 ივლისს, „ღირსების მარშის“ გაშუქებისას უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლებისა და მონაწილე პირთა უსაფრთხოება. კოალიციის წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ მედიას, გამოიჩინოს სიფრთხილე ძალადობრივი ჯგუფების გაშუქებისას. „2021 წლის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის ორგანიზებით ღირსების მარში იგეგმება, ამჟამად კი მიმდინარეობს პრაიდის კვირეული. პრაიდის დემონსტრაციები ლგბტ თემის პოლიტიკური ადვოკატირების მშვიდობიანი იარაღი და გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების შესაძლებლობაა, რომლის დროსაც თემი აჟღერებს საკუთარ საჭიროებებს, ხაზს უსვამს მიღწევებს, თემის წევრებს და მათ მხარდამჭერებს ეძლევათ შესაძლებლობა ქუჩაში გამოვიდნენ თანასწორობის მისაღწევად ღონისძიებების გამართვას კვლავაც უქმნიან საფრთხეს ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები, რომლებიც საჯაროდ მოუწოდებენ საზოგადოებას ძალადობისკენ და აანონსებენ კონტრაქციას ღირსების მარშის მონაწილეთა წინააღმდეგ. გვაქვს მოლოდინი, რომ ჰომოფობიური ჯგუფების აგრესია აქციის გაშუქებისას მედიის წარმომადგენლებსაც შეუქმნის მნიშვნელოვან საფრთხეს". - აღნიშნულია განცხადებაში. კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მოუწოდებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



