|
2021-06-30 12:31:45, 503 ნახვა
საზოგადოება
წყალდიდობის რისკისა და ზედაპირული წყლების ხარისხის გაუარესების პრევენციის მიზნით, სპეციალური სისტემის შემუშავება იწყება
თბილისის მუნიციპალიტეტი, კერძოდ, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ წყალდიდობის რისკისა და ზედაპირული წყლების ხარისხის გაუარესების პრევენციის მიზნით, სპეციალური სისტემის შემუშავებას იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „პროექტი საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროს მიერ, საფრანგეთის საგრანტო პროგრამით ფინანსდება და ის ფრანგულ საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანიასთან (Suez Consulting) ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება. აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს ლოჯისტიკური ხარჯებისა და ტექნიკური აღჭურვილობის უზრუნველყოფას ფრანგული მხარის მიერ, იმისთვის, რომ შემდგომში ეს მეთოდი გამოყენებული იქნას ქალაქის სხვა ძირითად სექტორებშიც. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია დედაქალაქის შერჩეული ტერიტორიების შესწავლა, ანალიზი და ინოვაციური ტექნოლოგიის დანერგვა სანიაღვრე-სადრენაჟე ქსელის გამართული ექსპლუატაციისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ტექნიკური სამუშაოები ითვალისწინებს ისეთი კომპონენტების შესწავლა-დიაგნოზირებას და მოდელირებას, როგორებიცაა: მეტეოროლოგია, ჰიდროლოგია და წყლის ხარისხი. „შემდგომში კი მტკვრის დაბინძურების საპრევენციოდ, მდინარეზე გამწმენდი ნაგებობა მოეწყობა, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, ამ მხარდაჭერისთვის მადლობა მოვახსენო საფრანგეთის მთავრობას. ჩვენთვის სიახლეების შემოტანა, ინოვაციების დანერგვა და გამოცდილების გაზიარება პრინციპულად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თბილისის მერმა.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



