|
2021-06-30 12:11:48, 788 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი - არსებული რესურსებით ჩვენ შეგვიძლია დღეში 17 000 მოქალაქის აცრა
იმ რესურსით, რაც ამ ეტაპისთვის საქართველოშია მობილიზებული, შეგვიძლია დღიურ რეჟიმში 17 000 მოქალაქის აცრა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყნისთვის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი იქნება, თუ მომდევნო სამი თვის მანძილზე ნახევარი მილიონი მოქალაქე აიცრება. „იმ რესურსით, რაც ამ ეტაპისთვის უკვე საქართველოში არის მობილიზებული, ჩვენ შეგვიძლია დღიურ რეჟიმში 17 000 მოქალაქის აცრა, რაც 25-დღიანი სამუშაო ჭრილის პირობებში არის ნახევარი მილიონი მოქალაქის აცრა და ვთვლით, რომ ეს იქნება საკმაოდ კარგი მაჩვენებელი, თუ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ და მომდევნო 3 თვის მანძილზე ავცრით ნახევარ მილიონ მოქალაქეს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



