|
2021-06-30 11:13:27, 451 ნახვა
საზოგადოება
დაქირავებით დასაქმებულთათვის ივნისის თვის 200 ლარიანი კომპენსაცია უკვე გაიცა
გრძელდება მიზნობრივი, ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემა მოქალაქეებისთვის, რომლებმაც პანდემიის მე-2 ტალღის შედეგად დაკარგეს სამსახური. აღნიშნული კომპენსაციის გაცემა ვრცელდება მხოლოდ უმუშევრად დარჩენილი საქართველოს მოქალაქეებისთვის. დღეისათვის, ივნისის თვის 200 ლარიანი დახმარება ჩაერიცხა 102 665 პირს, 20 533 000 ლარის ოდენობით. ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის განმავლობაში იანვრის თვის, საკომპენსაციო თანხა ჩაერიცხა 106 389 პირს, 21 277 800 ლარის ოდენობით; თებერვლის - 140 029 პირს, 28 005 800 ლარის ოდენობით; მარტის - 130 683 პირს, 26 136 600 ლარის ოდენობით. აპრილის თვეს, 200 ლარიანი დახმარება დაერიცხა 120 496 პირს, 24 099 200 ლარის ოდენობით. რაც შეეხება მაისის თვეს - 109 086 პირს, 21 817 200 ლარის ოდენობით. საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ფარგლებში, 2021 წლის იანვრიდან, დაქირავებით დასაქმებული უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარიან დახმარებას იღებენ. ცნობისთვის, დამსაქმებლეები, რომლებიც დარეგისტრირდნენ იანვარ-თებერვალში, მათთვის კომპენსაციის გაცემის ვადა გაგრძელდება, მანან სანამ არ ამოიწურება სრული 6 თვე.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



