|
2021-06-29 20:15:47, 1458 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქო „თბილისი პრაიდზე“ - მივმართავთ ხელისუფლებას, აარიდეთ ქვეყანას დესტაბილიზაცია და შფოთი
მივმართავთ ჩვენს ხელისუფლებას, აარიდონ ქვეყანას დესტაბილიზაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებას, - გარდაუვალი შფოთი, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი. აღნიშნულ განცხადაში ვკითხულობთ, რომ საპატრიარქო საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოთა ხელმძღვანელებს და საკანონმდებლო ორგანოს მიმართავს. „აუცილებელია, ჩვენმა საზოგადოებამ დაინახოს, რომ ევროპული დემოკრატია არ არის ხალხის უდიდესი უმრავლესობის აზროვნებისა და ცხოვრების წესის და მათი რელიგიური გრძნობების უარმყოფელი. ამ და სხვა გარემოებებათა გამო მივმართავთ ევროპარლამენტის ლგბტქ+ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის 30 წევრ პარლამენტარს და საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოთა ხელმძღვანელებს და ვთხოვთ, თავი შეიკავონ ,,თბილისი პრაიდის“ მხარდაჭერისა და მათი წახალისებისაგან. მივმართავთ ჩვენს ხელისუფლებას, ადეკვატურად შეაფასონ არსებული ვითარება, იმოქმედონ სახელმწიფო სტაბილურობისა და სამოქალაქო მშვიდობის ინტერესებიდან გამომდინარე და აარიდონ ქვეყანას დესტაბილიზაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებას, - გარდაუვალი შფოთი”, - ვკითხულობთ განცხადებაში. საპატრიარქოს განცხადების სრული ვერსია ნახეთ ბმულზე:
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



