|
2021-06-29 17:21:26, 839 ნახვა
საზოგადოება
დიღმის მასივის მეხუთე კვარტალში მოსასვენებელი სივრცე მოეწყო
დიდუბის რაიონში მოსასვენებელი სივრცეებისა და გამწვანებული ტერიტორიების მოწყობა გრძელდება. გამგეობამ შესაბამისი სამუშაოები დიღმის მასივის მეხუთე კვარტალში, მე-13 კორპუსის მიმდებარედ, 500 კვ.მ ფართობზე სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო განახორციელა. მათ შორის, გაკეთდა ფერადი ბილიკები, განთავსდა საპარკე ფურნიტურა, მოეწყო განათების სისტემა. სივრცეში პატარებისთვის გასართობი ზონა მოეწყო. გარდა ამისა, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, დაიგო რულონური ბალახი და დამონტაჟდა სარწყავი სისტემა. მოსასვენებელი სივრცე ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობითა და მათთან შეთანხმებული პროექტით მოეწყო. სივრცე გათვლილია ყველა ასაკის ადამიანისთვის. სამუშაოები დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანიამ „მ.მ“ განახორციელა, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 105 578 ლარი გამოიყო. დასრულებულ პროექტს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ვეკუა, პარლამენტის დეპუტატ, ირმა ზავრადაშვილთან ერთად გაეცნო.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



