|
2021-06-29 14:16:41, 592 ნახვა
საზოგადოება
რეგულირების სააგენტომ, აფთიაქში სპეციალურად მოწყობილ სამალავში, 1500-მდე ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინა
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, აფთიაქში სპეციალურად მოწყობილ სამალავში, 1500-მდე ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, უნებართვოდ არსებული, პირველ ჯგუფს მიკუთვნებული 1489 ერთეული ფარმაცევტული პროდუქტი დაილუქა და დაწესებულებას ჩამოერთვა. „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, თბილისში მდებარე ერთ-ერთი აფთიაქის ინსპექტირებისას, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინა. დაწესებულებაში განხორციელებული კონტროლის ღონისძიების შედეგად დადასტურდა, რომ აფთიაქი ახორციელებდა უკანონო ფარმაცევტულ საქმიანობას და აღნიშნული ფსიქოტროპული ნივთიერებები დაწესებულებას მიღებული ჰქონდა კანონდარღვევით. უნებართვოდ არსებული, პირველ ჯგუფს მიკუთვნებული 1489 ერთეული ფარმაცევტული პროდუქტი დაილუქა და ჩამოერთვა დაწესებულებას. დარღვევასთან დაკავშირებით შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გადაეგზავნა სასამართლოს, შემდგომი რეაგირებისთვის“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



