|
2021-06-29 14:09:11, 683 ნახვა
საზოგადოება
FAO-ს სემინარების კვირეულის ფარგლებში, ონლაინ სემინარი „მიწის ბანკინგის როლი მიწების კონსოლიდაციის მხარდაჭერის საკითხში“ გაიმართა
FAO-ს სემინარების კვირეულის ფარგლებში, ონლაინ სემინარში „მიწის ბანკინგის (Land Banking) როლი მიწების კონსოლიდაციის მხარდაჭერის საკითხში“ მონაწილეობა მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ მიიღო. მიწის ბანკინგი, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მიწების ყიდვა-გაყიდვისა და იჯარით გაცემის ოპერაციებს ეფუძნება, ფართოდ გამოიყენება დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, როგორც მიწის კონსოლიდაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი. ბანკინგი ხელს უწყობს მიწის რესურსების მართვის საკითხებში არაერთი პრობლემის გადაჭრას. FAO-ს სემინარზე, მონაწილეებმა ევროპის ქვეყნებში მიწის ბანკინგის საუკეთესო მაგალითები განიხილეს და საქართველოში მსგავსი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობაზე იმსჯელეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიწის ბანკინგის ეფექტიანობა დამოკიდებულია მის მიზნობრივ გამოყენებაზე; ის უნდა პასუხობდეს მიწის მართვის პოლიტიკას და ემსახურებოდეს ისეთ მიზნებს, როგორებიცაა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარება, სასოფლო-სამეურნეო მიწის ბაზრის ჩამოყალიბება და განვითარება, გარემოსა და წყლის რესურსების დაცვა და სხვა. სემინარის ბოლოს, პანელური დისკუსია გაიმართა მიწის ბანკინგის ინსტრუმენტების გამოყენების, მიწის ბაზრის განვითარებისა და მიწების კონსოლიდაციის პროგრამების საკითხებზე. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს FAO-ს წარმომადგენლებმა და დარგის საერთაშორისო სპეციალისტებმა სხვადასხვა ქვეყნიდან.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



