11:39 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-29 12:40:14, 586 ნახვა

საზოგადოება
თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ საქართველოში ვირუსის სწრაფი გავრცელება და მძიმე ფორმები „ინდურ შტამს“ უკავშირდებოდეს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების სწრაფი გავრცელება და გაზრდილი სიკვდილიანობა, ე.წ. ინდური შტამის გავრცელებასთან იყოს დაკავშირებული.

როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ქვეყანაში „ინდური შტამის“ გავრცელების მაჩვენებელი 10-20%-ის ფარგლებში მერყეობს.

„ე.წ. ინდური შტამის, „დელტა“ ვარიანტის გავრცელების შესახებ ადრეც გააკეთა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა განცხადება. ბოლო პერიოდში კიდევ 7 შემთხვევა დადასტურდა, რაც მიუთითებს, რომ ქვეყანაში ინდური შტამი ცირკულირებს. დაახლოებით 10-დან 20 პროცენტზეა შესაძლო გავრცელება. არ არის გამორიცხული, რომ შემთხვევების სწრაფი გავრცელებაც და დაავდების შედარებით მძიმე მიმდინარეობა, რაც გაზრდილ სიკვდილიანობას იწვევს, კავშირში იყოს დელტა შტამის გავრცელებასთან. თუმცა ამ ეტაპზე  მიზეზ-შედეგობრივი დაკავშირება რთულია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოში ამინდი გაუარესდება
COP31-ის ათასობით მონაწილე, ლგბტ თემის წარმომადგენლებთან ერთად, ანტალიის ქუჩებში პროტესტის ნიშნად გამოვიდა
ალიასკამ 1998 წლის შემდეგ პირველად აირჩია დემოკრატი გუბერნატორი
მაკრონი: უკრაინა ნატოსთან ერთად ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics