04:44 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-28 15:12:23, 1255 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე - ჩვენი ოპოზიცია დღითიდღე ემსგავსება სარეკლამო რგოლს „წუნია კაცთან“ დაკავშირებით

ოპოზიცია დღითიდღე ემსგავსება სარეკლამო რგოლს „წუნია კაცთან“ დაკავშირებით, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციას არავითარი უნარი არ შესწევს დააფასოს ის მიღწევები, რომელიც სახელმწიფოს აქვს და რეალურად იკამათოს ისეთ თემებთან დაკავშირებით, რომელიც მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის.

„მინდა მივაქციო ყურადღება იმ ფაქტს, თუ რაოდენ ემსგავსება დღითიდღე ჩვენი ოპოზიცია, ახლა რომ სარეკლამო რგოლი ტრიალებს „წუნია კაცთან“ დაკავშირებით, არაფრით რომ არაა კმაყოფილი. ამას ემსგავსება ჩვენი ოპოზიცია, რომელსაც არავითარი უნარი არ შესწევს რეალურად დააფასოს ის მიღწევები, რომელიც სახელმწიფოს აქვს და რეალურად იკამათოს ისეთ თემებთან დაკავშირებით, რომელიც მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქის კეთილდღეობისთვის. უიშვიათესი რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ჩვენ არ მოგვისმენია ოპოზიციის მხრიდან რაიმე საგნობრივი, საქმიანი განცხადება ანგარიშთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოებას შესთავაზებდა რაიმე განსხვავებულსა და უკეთესს, თუნდაც იოტისოდენს. ასეთ დისკუსიას მე ვფიქრობ, რომ მაინცდამაინც დიდი პერსპექტივა და გასაქანი საქართველოში არ უნდა ჰქონდეს.

ალბათ, მეტის მოლოდინი არც უნდა გვქონოდა ოპოზიციის იმ ნაწილისგან, რომელიც დღემდე ჯიუტად ცდილობს, რომ იგივე მიშელის დოკუმენტის ხელმოწერას თავი აარიდოს, რეალურად რამენაირად შეეწინააღმდეგოს ასეთი ტიპის დოკუმენტების განხორციელებას და შესაბამისად, შეინარჩუნოს საკუთარი გადმოსახედიდან და სტანდარტებიდან ყველაზე მაღალი ტრიბუნა, რომელიც მისთვის შეიძლება შესატყვისი იყოს და ეს არის კარავი, რომელსაც რუსთაველის გამზირზე ვხედავთ. თუ რამე იყო პარასკევს რეალობისგან მოწყვეტილი, ეს ოპოზიციის უსაგნო რიტორიკა იყო. ასე გაგრძელება არ შეიძლება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს სწრაფადვე შეიცვლება“, - განაცხადა მიხეილ საჯველაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილ წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით პოლიტიკური დებატები მიმდინარეობს. პრემიერი პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით 25 ივნისს წარსდგა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics