04:44 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-28 14:33:50, 1026 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რუსეთის ჰიმნი ჩართო

პარლამენტში, სადაც რიგგარეშე პლენარული სხდომა მიმდინარეობს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნონა მამულაშვილმა რუსეთის ჰიმნი ჩართო.

სხდომათა დარბაზში რუსეთის ჰიმნი იმ დროს გაჟღერდა, როდესაც ტრიბუნასთან ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე გამოდიოდა სიტყვით.

„ბრავო! ადგილი, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოეწერა, რუსეთის ჰიმნს აჟღერებთ! ბრწყინვალე მაგალითი არის. სირცხვილია, ქალბატონო ნონა. ეს კარგად აჩვენებს ყველაფერს. დამნახავი დაინახავს“,- მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ნონა მამულაშვილს.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესია, პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ ანგარიშზე პოლიტიკური დებატებით გაიხსნა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics