|
2021-06-27 12:46:31, 855 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი შიდა ქართლში ფერმერებსა და მეწარმეებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ირაკლი ქარსელაძესთან და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსთან, ლერი ბარნაბიშვილთან ერთად, შიდა ქართლში, ფერმერებსა და მეწარმეებს შეხვდა. „ძალიან საინტერესო შეხვედრები გვქონდა შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტის ფერმერებთან, სადაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული სამომავლო გეგმები განვიხილეთ. ყურადღება გამახვილდა პრემიერის ინიციატივით შემუშავებულ გრძელვადიან ხედვებზე, დარგობრივ განვითარებაზე. რა თქმა უნდა, ფერმერებისთვის ძალიან საინტერესოა, რას გეგმავს სახელმწიფო, რა სამომავლო მიდგომები გვაქვს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ფერმერების მხრიდან მათი საჭიროებების მოსმენა, რაც, რა თქმა უნდა, მოკლევადიან პროგრამებში იქნება ასახული", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ლერი ბარნაბიშვილის განცხადებით, სახელმწიფო გეგმაზომიერად ახორციელებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის გაძლიერების პოლიტიკას. ,,ჩვენ კარგად გვესმის ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დადგა ბიზნესი პანდემიის შედეგად. სახელმწიფო, თანადაფინანსების პრინციპით, მეწარმეებს ბაღების გაშენებისა და სანერგე მეურნეობის შექმნის ხარჯების დაფინანსებაში ეხმარება ", - განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა. ფერმერებთან გამართულ შეხვედრას, რომელიც დიალოგის რეჟიმში წარიმართა, შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძეც ესწრებოდა. ფერმერებმა განსაკუთრებული ინტერესი სოფლის განვითარების სააგენტოს პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და სამაცივრე მეურნეობების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამების მიმართ გამოხატეს.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)