13:36 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-26 16:27:52, 761 ნახვა

საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე - გავაგრძელებთ მეზღვაურების და საზღვაო სფეროს მხარდაჭერას

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელთან, თამარ იოსელიანთან ერთად მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცა.

თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ საზღვაო სფერო არის ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და ამ სფეროს განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტია.

,,გილოცავთ მეზღვაურთა საერთშორისო დღეს. ჩვენი რეგიონისთვის თქვენს პროფესიას, თქვენს სიმამაცეს და თავდადებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა საზღვაო სფეროში და დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ძალიან მალე შევძლებთ, რომ საქართველოს ფლოტსაც ჰქონდეს შესაბამისი განვითარების ტენდენცია. ჩვენ გავაგრძელებთ მეზღვაურის და საზღვაო სფეროს მხარდაჭერას, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, განათლების სტანდარტების ამაღლება თუ საერთაშორისო მხარდაჭერა", - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

ღონისძიების ფარგლებში, ტრადიციულად გაიმართა საზეიმო მსვლელობა. საზღვაო დარგის ღვაწლმოსილ წარმომადგენლებს საქართველოს საზღვაო სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სხვადასხვა ჯილდოები, მათ შორის პრეზიდენტის ღირსების ორდენი გადაეცათ. პატივი მიაგეს ზღვაში დაღუპული მეზღვაურების ხსოვნას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics