14:42 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-25 17:15:20, 965 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა სააგენტოსა და UNDP-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)  მუდმივმა  წარმომადგენელმა  ანნა ჩერნიშოვამ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

თანამშრომლობის ფარგლებში, UNDP-ს შეთავაზებული აქტივობები მიმართულია დევნილების ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ.

განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ისეთ ჯგუფებზე როგორებიც არიან ქალები, ახალგაზრდები, ასაკოვანი ადამიანები და სხვ.

მემორანდუმის თანახმად, UNDP ხელს შეუწყობს საარსებო წყაროების მიმართულებით სააგენტოს თანამშრომელთა უნარების გაძლიერებას.

თანამშრომლობა ასევე გულისხმობს ტექნიკური დახმარების გაწევას დევნილთა მხარდაჭერისთვის საჭირო ახალი პროგრამის შემუშავების ნაწილში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics