04:33 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-25 12:55:35, 814 ნახვა

პოლიტიკა
სოზარ სუბარი - მიკვირს, როცა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩები ზედმეტად მკაცრად აფასებენ სასამართლო რეფორმას

„ჩვენი მეგობრების და პარტნიორების, მათ შორის ელჩების შეფასებები, მეჩვენება რომ ძალიან ხშირად არის გადაჭარბებული. ჩვენი პარტნიორების წინაშე შარლ მიშელის დოკუმენტით და მანამდე აღებული ყველა ვალდებულება, შესრულებულია, ხშირ შემთხვევაში გადამეტებითაც კი“, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, როდესაც საუბარია სასამართლოზე, ობიექტური კრიტერიუმები უნდა დავაყენოთ პირველ რიგში, ამ კრიტერიუმებით სასამართლოს ნდობა მაღალია და მის დამოუკიდებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

„როდესაც ვლაპარაკობთ სასამართლოზე, სუბიექტური განცდები კი არ უნდა დავაყენოთ პირველ რიგში, არამედ, უნდა დავაყენოთ ის ობიექტური კრიტერიუმები, რომლებზეც წეღან ვილაპარაკეთ, ამ ობიექტური კრიტერიუმებით სასამართლოსადმი ნდობა არის მაღალი და სასამართლოს დამოუკიდებლობაში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ამიტომ, მეჩვენება გადაჭარბებული და მართლა ძალიან მიკვირს, როცა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩები აკეთებენ ზედმეტად მკაცრ შეფასებებს სასამართლო რეფორმის მიმართ, თუმცა, ეს რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ რეფორმა არის დამთავრებული. რეფორმა გრძელდება და ზოგადად რეფორმირება არ არის თემა, რომელიც შეიძლება ერთხელ დაამთავრო და ყველანი სამოთხეში აღმოვჩნდეთ, ეს მუდმივად უნდა გაგრძელდეს ყველა სფეროში“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics