04:33 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-24 15:22:32, 834 ნახვა

პოლიტიკა
იონათამიშვილი ხაზარაძეზე - დეპუტატი, რომელიც თავს დებს დასავლურ ღირებულებებზე, დისკრიმინაციული ლექსიკით საუბრობს

დეპუტატი, რომელიც თავს დებს დასავლურ ღირებულებებზე, ქვეყნის ყველაზე მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან საუბრობს დისკრიმინაციული ლექსიკით და შეზღუდული შესაძლებლობის მინიშნებდით იყენებს სიძულვილის ენას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის გამოსვლაზე წერს.

„დღეს, მამუკა ხაზარაძე საპარლამენტო ტრიბუნიდან: “…რა სიტყვა ვიხმარო, არც ვიცი რა. გგონიათ, რომ ხალხი ბრმა არი, ყრუ არი…”

სამწუხაროდ, დეპუტატი, რომელიც თავს დებს დასავლურ ღირებულებებზე, ქვეყნის ყველაზე მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან საუბრობს დისკრიმინაციული ლექსიკით და შეზღუდული შესაძლებლობის მინიშნებდით იყენებს სიძულვილის ენას. ბატონო მამუკა, უსინათლო და სმენის არმქონე ადამიანები არიან ჩვენი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები. შეიძლება, ეს თქვენთვის გაუგებარი იყოს, მაგრამ მათ, თანაბარი პირობების შემთხვევაში, შეუძლიათ ყველაფერი ძალიან კარგად გაიგონ და დაინახონ.

ჩემთვის, კრიტიკულად მიუღებელია, საქართველოს პარლამენტში მსგავსი საკითხების უყურადღებოდ დატოვება, ამიტომ შესაბამისი შეფასებისა და პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია, პრეცედენტების შექმნა. მე აუცილებლად მივმართავ პარლამენტის ეთიკის საბჭოს. სახეზეა, საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის 3-ე მუხლის (ქცევის წესები) ო. ქვეპუნქტის დარღვევა.
P.S. სიტყვით გამოსვლა გადაიცემა სურდოთარგმანით. ერთი წამით, წარმოვიდგინოთ, სმენის არმქონე ადამიანების რეაქცია, როცა ბატონი მამუკა მათ დამამცირებელ და დისკრიმინაციულ კონტექსტში მოიხსენიებს“, - წერს რატი იონათამიშვილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics