|
2021-06-24 12:47:45, 499 ნახვა
საზოგადოება
გიდებისთვის ბათუმისა და ქობულეთის ტურების სახელმძღვანელო მზადდება
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბათუმის თემატური ტურების პრაქტიკულ სახელმძღვანელოზე მუშაობას აგრძელებს. შეხვედრაზე, რომელიც დეპარტამენტში გაიმართა, პროექტში ჩართულმა გიდებმა მათ მიერ შემუშავებული ქალაქის ტურების პირველადი ვარიანტები წარმოადგინეს. პროექტის მიხედვით გიდები ბათუმის 12 პრაქტიკულ ტურს ამუშავებენ, რომელშიც ქალაქის ისტორიული, კულტურული, ეთნოგრაფიული, ძირითადი ღირსშესანიშნაობები, აქტივობები, ტრადიციები თუ ადგილები აისახება. „უმნიშვნელოვანესია, ქალაქ ბათუმს ჰქონდეს მრავალფეროვანი ტურები და მარშრუტები, რომელშიც სწორად იქნება წარმოდგენილი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა და ქალაქის ღირსშესანიშნაობები. რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა იქცეს საინტერესო ტურისტულ პროდუქტად და შეთავაზებად. ვეცდებით მაქსიმალურად ჩავრთოთ ამ პროცესში ყველა პროფესიონალი, ვისგანაც შეგვიძლია მივიღოთ, როგორც რეკომენდაციები, ისე გამოვიყენოთ მათი გამოცდილება. ჩვენ ვეცდებით შევქმნათ ძალიან პრაქტიკული სახელმძღვანელო გიდებისა და ტურსააგენტოებისთვის, ამავდროულად კი გავამრავალფერონოთ ქალაქის ტურები შიდა და უცხოელი ვიზიტორებისთვის,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ. ბათუმის ტურების პრაქტიკული სახელმძღვანელოს შემუშავების პროცესში 15-მდე პრაქტიკოსი გიდი და დარგის სპეციალისტია ჩართული. სამენოვანი წიგნი ბათუმში არსებული და ახალი, საინტერესო თემატიკის ტურებით, თავისი ელექტრონული რუკებით, მარშრუტზე არსებული ტურისტული ღირსშესანიშნაობების ფოტოებითა და ინფორმაციებით წლის ბოლოსთვის გამოიცემა. ბათუმთან ერთად ქობულეთის ტურების პრაქტიკულ სახელმძღვანელოზეც მიმდინარეობს მუშაობა. მის შემუშავებაში 5-მდე გიდია ჩართული. სამუშაო შეხვედრა ქობულეთის ტურებთან დაკავშირებით მიმდინარე კვირაში გაიმართება.
COP31-ის ათასობით მონაწილე, ლგბტ თემის წარმომადგენლებთან ერთად, ანტალიის ქუჩებში პროტესტის ნიშნად გამოვიდა
ალიასკამ 1998 წლის შემდეგ პირველად აირჩია დემოკრატი გუბერნატორი
მაკრონი: უკრაინა ნატოსთან ერთად ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს
ისტორიაში პირველად, SpaceX-მა ორბიტიდან დაბრუნების შემდეგ Starship-ის კოსმოსური ხომალდი დაიჭირა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



