|
2021-06-23 12:21:22, 664 ნახვა
საზოგადოება
საცხოვრებელი ფართები დამატებით, 22 ოჯახს დაუკანონდება
საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად, დღეს დედაქალაქში მცხოვრებ კიდევ 22 ოჯახს გადაეცემა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ბინები სამგორის რაიონში მცხოვრები 15 ოჯახს, ისნის რაიონში - სამს, წყნეთში, ოქროყანაში, ნაძალადევსა და ვაკის რაიონებში კი თითო ოჯახს დაუკანონდება. დედაქალაქის მერმა იმ ღონისძიებებზეც ისაუბრა, რომელიც თბილისის მთავრობამ ბოლო წლების განმავლობაში, ამ მიმართულებით განახორციელა. „1 681 ოჯახს სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცა საცხოვრებელი ფართები, სადაც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, მაგრამ ვერ ახერხებდნენ დაკანონებას, იმიტომ, რომ ეს იყო სახელმწიფო ქონებები. ის ფართები, რომლებიც ამ 1 700-მდე ოჯახს გადაეცა, თანხობრივად 225 მლნ ლარზე მეტია. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამ პროგრამას მომავალშიც გავაგრძელებთ. ეს ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო და ჩვენ ჩვენს სიტყვას ვასრულებთ. ყველა იმ ადამიანმა, რომელსაც ანალოგიური პრობლემა აქვს, აუცილებლად უნდა მიმართოს ადგილობრივ რაიონულ გამგეობებს და ჩვენი მხრიდან მაქსიმლური მხარდაჭერა იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, მერმა დაუმთავრებელი მშენებლობების პრობლემის გადაწყვეტის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებზეც ისაუბარა. „მთელი ქალაქის მასშტაბით, იდენტიფიცირებული გვაქვს 179 შენობა-ნაგებობა. აქ არის ისეთი კომპანიები, რომლებიც უკვე ათეული წლებია, პრობლემას წარმოადგენს კონკრეტული ოჯახებისთვის და ადამიანებისთვის. ესენია“ „ცენტრ პოინტი“, „ოლიმპიური ვარსკვლავი“, „სვეტი“. აქ არიან ადამიანები, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში ელოდებიან თავიანთ საცხოვრებელ ბინებს. ეს კომპანიები, რომლებიც არ და ვერ ასრულებენ თავიანთ დაკისრებულ მოვალეობას, სერიოზულ პრობლემად გადაიქცა ამ ადამიანებისთვის. დიდი ნაწილი ემიგრაციაშია წასული, იმისთვის, რომ საკუთარი ოჯახები არჩინონ. ისინი, ალბათ ბოლო თეთრებს ადებდნენ ერთმანეთზე, რომ საცხოვრებელი ბინები ეყიდათ, შემდეგ კი უთხრეს, რომ მათი კორპუსი არ და ვერ აშენდება, რადგან კომპანია ვერ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებას. ეს პრობლემები ათეული წლებია არსებობს. მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, გვაქვს კონკრეტული შემთხვევები, სადაც პრობლემები მოგვარებულია. ასეთია სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული ოჯახები, სადაც უკვე უშუალოდ მშენებლობებია დაწყებული. იგივეა „ოლიმპიურ ვარსკვლავთან მიმართებაში. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული „აქსისთან“ მიმართებაშიც. „ცენტრ პოინტთან“ დაკავშირებით კი ჯერ არ მინდა გამოვაცხადო ჩვენი გადაწყვეტილება. უახლოეს მომავალში ეს თემაც იქნება მთლიანად მოგვარებული. დიდი და მასშტაბური პრობლემაა, 6 ათასზე მეტ ოჯახზეა საუბარი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ალიასკამ 1998 წლის შემდეგ პირველად აირჩია დემოკრატი გუბერნატორი
მაკრონი: უკრაინა ნატოსთან ერთად ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს
ისტორიაში პირველად, SpaceX-მა ორბიტიდან დაბრუნების შემდეგ Starship-ის კოსმოსური ხომალდი დაიჭირა
კრემლმა შესთავაზა შეერთებულ შტატებს ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფა, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



