10:51 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-22 13:07:17, 907 ნახვა

საზოგადოება
„ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე არსებული შეფერხების გამო, მოქალაქეებს შესაძლოა, „სინოვაკით“ ან „სინოფარმით“ აცრა შესთავაზონ

„ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე არსებული შეფერხების გამო, მოქალაქეებს შესაძლოა, „სინოვაკით“ ან „სინოფარმით“ აცრა შესთავაზონ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძემ ვაქცინაციასთან დაკავშირებით შექმნილი უხერხულობისთვის მოსახლეობას ბოდიში მოუხადა.

„ვინც ჩაწერილია და მათ აქვთ მეორე აცრა 10-დან 12 კვირის ფარგლებში, ყველა ეს ადამიანი აიცრება, დაახლოებით 1600-მდე დოზა ჩვენს ქსელში გვაქვს და ისინი ყველა აიცრებიან. ვისაც ჰქონდა დაჯავშნილი პირველი აცრიდან 4-დან 10 კვირამდე, მათ ვთხოვთ მოთმინებას, ბოდიშს ვუხდით კიდევ ერთხელ ამ უხერხულობისთვის, ვთხოვთ მოთმინებას და მათ მიეწოდებათ დამატებით ინფორმაცია, როგორც კი გვექნება დადასტურება, თუ როდის შემოდის 43000 დოზა ასტრაზენეკას ვაქცინის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონი: უკრაინა ნატოსთან ერთად ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს
ისტორიაში პირველად, SpaceX-მა ორბიტიდან დაბრუნების შემდეგ Starship-ის კოსმოსური ხომალდი დაიჭირა
კრემლმა შესთავაზა შეერთებულ შტატებს ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფა, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics