|
2021-06-22 10:42:17, 550 ნახვა
საზოგადოება
შსს-მ საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ უკანონოდ გამგზავრების ორგანიზებისთვის ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ს.კ. ბათუმში დააკავეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, მას ბრალი ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებითა და ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით საქართველოს მოქალაქეების უცხო ქვეყანაში წინასწარი შეცნობით უკანონოდ დარჩენის ორგანიზებასა და ხელშეწყობაში ედება. მათივე ინფორმაციით, დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ს.კ.-მ საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს შესაბამისი პირობები შეუქმნა, კერძოდ ყალბი დოკუმენტების მეშვეობით ორგანიზება გაუწია საზღვარგარეთ მის გამგზავრებას და უკანონოდ დარჩენას. პოლიციამ, ს.კ.-ის საცხოვრებელი ბინისა და სამუშაო ოფისის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო: სხვადასხვა მოქალაქის სახელზე გაცემული ავიბილეთების ჯავშნები, სასტუმროს ჯავშნები, სამედიცინო კვლევების გაყალბებული შედეგები, რეგისტრაციის ბარათები და საზღვარგარეთ გასამგზავრებლად საჭირო სხვა დოკუმენტები. დაკავებულის ოფისის ჩხრეკისას ასევე ამოღებულია 2500 ლარამდე თანხა. ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს მოქალაქეების უცხო ქვეყანაში წინასწარი შეცნობით უკანონოდ დარჩენის ორგანიზებისა და ხელშეწყობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 344-ე პრიმა-2 მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
მაკრონი: უკრაინა ნატოსთან ერთად ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს
ისტორიაში პირველად, SpaceX-მა ორბიტიდან დაბრუნების შემდეგ Starship-ის კოსმოსური ხომალდი დაიჭირა
კრემლმა შესთავაზა შეერთებულ შტატებს ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფა, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



