|
2021-06-21 17:40:34, 618 ნახვა
საზოგადოება
EBRD-ის ორგანიზებით ონლაინ ღონისძიება - „ინკლუზიური მწვანე ეკონომიკა საქართველოსთვის“ გაიმართება
22 ივნისს, 11:30 საათზე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და მისი მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამის (GEFF) ორგანიზებით ონლაინ ღონისძიება - "ინკლუზიური მწვანე ეკონომიკა საქართველოსთვის" გაიმართება. შეხვედრა მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევების ანალიზსა და იმის განხილვას, თუ რა გავლენა აქვთ მათ ქალ და მამაკაც მეწარმეთა საქმიანობაზე, ასევე, როგორ უმკლავდება ამ გამოწვევას მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესი. ფორუმში მონაწილეობას საქართველოს სამთავრობო, ფინანსური და ბიზნესსექტორის, მათ შორის, თიბისის წარმომადგენლები მიიღებენ და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აუდიტორიას თავიანთ ხედვასა და გადადგმულ ნაბიჯებს გაუზიარებენ. ინკლუზიური მწვანე ეკონომიკა მდგრადი განვითარების დაბალანსებული და რეალისტური საშუალებაა. ტრადიციული ეკონომიკური მოდელისგან განსხვავებით, ინკლუზიური მწვანე ეკონომიკა, სხვა მაჩვენებლებთან ერთად, ითვალისწინებს როგორც გარემოსდაცვით, ისე სოციალურ გარემოს. მისი მიზანი არამხოლოდ მშპ-ს ზრდა, არამედ რესურსების ეფექტურად გამოყენება და სხვადასხვა ეკოსისტემისა და მასში მონაწილე ყველა ადამიანის კეთილდღეობის უზრუნველყოფაა. რამდენად ინფორმირებულები მეწარმეები კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების შესახებ, მათი დაძლევის რა მეთოდებს იცნობენ და რამდენად ხელმისაწვდომია მათთვის მწვანე დაფინანსება - ამ და სხვა კითხვებზე პასუხების გასაცემად EBRD-ის GEFF პროგრამამ საქართველოში მრავალპროფილური კვლევა ჩაატარა. ღონისძიებაზე, ბანკისა და პროგრამის წარმომადგნელებთან ერთად, კვლევის მთავარ მიგნებებსა და რეკომენდაციებზე საქართველოს სამთავრობო, ფინანსური და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ისაუბრებენ. ღონისძიებაზე დასასწრებად, დარეგისტრირდით ბმულზე - რეგისტრაცია/Registration (google.com)
მაკრონი: უკრაინა ნატოსთან ერთად ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს
ისტორიაში პირველად, SpaceX-მა ორბიტიდან დაბრუნების შემდეგ Starship-ის კოსმოსური ხომალდი დაიჭირა
კრემლმა შესთავაზა შეერთებულ შტატებს ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფა, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



