|
2021-06-21 10:34:12, 630 ნახვა
საზოგადოება
ნათია თურნავა - თითოეული ახალი საწარმო ჩვენი ქვეყნისთვის ადგილობრივი წარმოების გაძლიერება, ადამიანების დასაქმება და საინვესტიციო პოტენციალის განმტკიცებაა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორთან მიხეილ ხიდურელთანერთად, ბეტონის ფილების მწარმოებელ საწარმო „ლეგის“ ესტუმრა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ სესხის პროცენტის თანადაფინანსების პროგრამის დახმარებით, ბეტონის ნაკეთობების მწარმოებელმა კომპანიამ შპს ,,ნეოსტარმა“ 2019 წელს თბილისში ახალი საწარმოს აშენება და უახლესი ევროპული მაღალ-ტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვა შეძლო. „საწარმო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ეკოლოგიურად სუფთა, უმაღლესი ხარისხის ფილებს, საბორტე ქვებსა და სამშენებლო ბლოკებს აწარმოებს. ამასთანავე, კომპანია საკუთარ მომხმარებელს “Colormix” ტექნოლოგიას სთავაზობს, რომელსაც ქართულ ბაზარზე ანალოგი არ ჰყავს. მას ფილის ზედაპირის დამზადება სხვადასხვა ფერის შერწყმით შეუძლია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ნათია თურნავას განცხადებით, საწარმოში, რომელიც უკრაინული ინვესტიციითაა შექმნილი, 50 ადამიანია დასაქმებული. საინვესტიციო ვალდებულებით კომპანიას ტერიტორია ქონების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით სიმბოლურ ფასად გადაეცა. კომპანიამ საწარმოში 15 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა. „პანდემიის მიუხედავად, საწარმო სრულად ფუნქციონირებს და ადგილობრივ ბაზარს მაღალი ხარისხის პროდუქციით, მათ შორის მოსაპირკეთებელი ქვით და სამშენებლო ბლოკებით ამარაგებს. აღსანიშნავია, რომ საწარმოს საკუთარი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლაბორატორია აქვს, რათა მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხი ევროკავშირის სტანდარტების შესატყვისი იყოს. კომპანია მომავალში გაფართოებას აპირებს და მომავალშიც დავუდგებით გვერდში ისევე, როგორც სხვა ასობით ქართულ საწარმოს. თითოეული ასეთი საწარმო ჩვენი ქვეყნისთვის ჩვენი ადგილობრივი წარმოების გაძლიერება, ადგილობრივი ადამიანების დასაქმება და ჩვენი საინვესტიციო პოტენციალის განმტკიცებაა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მაკრონი: უკრაინა ნატოსთან ერთად ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს
ისტორიაში პირველად, SpaceX-მა ორბიტიდან დაბრუნების შემდეგ Starship-ის კოსმოსური ხომალდი დაიჭირა
კრემლმა შესთავაზა შეერთებულ შტატებს ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფა, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



