|
2021-06-20 19:00:05, 1512 ნახვა
კომენტარი
თენგიზ ცერცვაძე - კომპანია Gilead-მა უფასოდ გადმოსცა მედიკამენტ რემდესივირის 10 ათასი ფლაკონი
„კომპანია Gilead-მა უფასოდ გადმოსცა მედიკამენტ რემდესივირის 10 ათასი ფლაკონი“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ მედიკამენტი უკვე თბილისშია. „ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Gilead-მა ამ დღეებში დიდი საჩუქარი გაუკეთა საქართველოს და COVID პაციენტებს. უფასოდ (საჩუქრად) გადმოსცა დაახლოებით 4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების COVID-19-ის სამკურნალო პირდაპირი ანტივირუსული მოქმედების მედიკამენტ რემდესივირის 10 ათასი ფლაკონი და თან ბრენდული მედიკამენტი (Veklury ) და არა ჯენერიული, რაც ძალიან დაგვეხმარება COVID პაციენტების წარმატებულ მართვაში. ამ დონაციის მნიშვნელობა რომ შევაფასოთ, უნდა გავიხსენოთ ზოგიერთ გარემოება. არსებული კანონმდებლობით კომპანია Gilead-ს ბრენდული მედიკამენტის მიწოდების უფლება ძირითადად აქვს მხოლოდ ამერიკის, ევროკავშირისა და კიდევ რამოდენიმე ქვეყნისთვის, ხოლო ყველა დანარჩენ ქვეყნებს რემდესივირით ამარაგებს ინდოეთი, პაკისტანი და ეგვიპტე, რომლებიც კომპანია Gilead-ის ლიცენზიით აწარმოებენ ჯენერიულ პრეპარატებს. 2020 წლის დეკემბერში საქართველომ ინდოეთისგან შეიძინა დაახლოებით 100 ათასი დოლარის ღირებულების ჯენერიული რემდესივირი - 4000 ფლაკონი. სამწუხაროდ, ანგაჟირებულმა ექიმებმა, მათ შორის ზოგიერთმა უცხოეთში მცხოვრებმა ქართველმა ექიმმაც ყველაფერი გააკეთეს ამ მედიკამენტის დისკრედიტაციისათვის, მიუხედავად იმისა, რომ იგი ფართედ გამოიყენება მთელ მსოფლიოში, ხოლო აშშ-ში ის შეტანილია ე.წ. სტანდარტულ (საბაზისო) მკურნალობაში. ამით მათ ცუდი სამსახური გაუწიეს ქვეყანას და პაციენტებს, ვინაიდან ნეგატიური პიარის ფონზე საქართველოში რემდესივირის გამოყენება გადაწყვიტა მხოლოდ 27-მა COVID კლინიკამ. საქართველოს გამოცდილებამ უჩვენა, რომ რემდესივირი სწორი გამოყენების შემთხვევაში - დაავადების ადრეულ სტადიაზე, დამძიმების რისკის მქონე ჟანგბადდამოკიდებულ პაციენტებში უმეტეს შემთხვევაში მნიშვნელოვნად ამცირებდა დაავადების დამძიმების (მათ შორის მექანიკური ვენტილაციის საჭიროების) რისკებს, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობას და აჩქარებდა გამოჯანმრთელებას. ამასთან, პრეპარატს პრაქტიკულად არა აქვს გვერდითი მოვლენები და უსაფრთხოა. მას შემდეგ რაც შეძენილი მედიკამენტის მარაგი ამოიწურა, ქვეყანა შეეცადა ახალი პარტიის შეძენას, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, ვინაიდან ინდოეთში დიდი COVID აფეთქების გამო, ინდოეთის მთავრობამ კატეგორიულად აკრძალა რემდესივირის ექსპორტი ინდოეთიდან და თან მთლიანად შეიძინა სხვა ქვეყნებში (პაკისტანი, ეგვიპტე) წარმოებული მედიკამენტის მთელი რაოდენობა. ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით თვითონ ინდოეთში „შავ ბაზარზე“ ერთი ფლაკონი რემდესივირის ფასმა 1000 დოლარს მიაღწია. ზემოთაღნიშნულ სიტუაციაში ჩვენ თხოვნით მივმართეთ კომპანია „Gilead“-ის ხელმძღვანელს ბ-ნ Daniel O’day-ის, გამონაკლისის სახით დაგვხმარებოდა რომელიმე ქვეყნიდან რემდესივირის მოწოდებაში. „Gilead“-ის ხელმძღვანელობამ მყისიერად მოახდინა რეაგირება და განაცხადა, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში საქართველოს წარმატებული გამოცდილების და დამსახურების გათვალისწინებით, მათ გადაწყვიტეს გამონაკლისის სახით, ერთჯერადი დონაციით უფასოდ მოეწოდებინათ უშუალოდ მათივე წარმოების ბრენდული რემდესივირის - Veklury-ის 10 ათასი ფლაკონი. მედიკამენტი უკვე თბილისშია. ცნობისთვის, „Gilead“ ის ფარმაცევტული კომპანიაა, რომელმაც საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში გასული 5 წლის განმავლობაში უფასოდ მოაწოდა რამოდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები, რამაც საქართველოში უკვე გადაარჩინა 74 ათასი C ჰეპატიტით ავადმყოფის სიცოცხლე. პროგრამა გრძელდება C ჰეპატიტის სრულ ელიმინაციამდე“, - წერს თენგიზ ცერცვაძე.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)