|
2021-06-19 10:37:51, 865 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: ჩვენ მხარს დავუჭერთ ბაზარზე ახალი ქართული პროდუქციის გამოშვების ყველა ინიციატივას
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულთან, დავით ნოზაძესთან ერთად, ნატახტარში იმყოფებოდა, სადაც შპს ,,ბენჟის“ საწარმო დაათვალიერა. „ნატახტარში საკვები ინდუსტრიის მნიშვნელოვანი კლასტერი ვითარდება და ბევრი, უკვე ცნობილი მწარმოებელიც გვყავს. მათ რიცხვშია შპს „ბენჟი”, პროდუქციის ფართო ასორტიმენტით. კომპანია სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერით და ხელშეწყობით შეიქმნა და დღეისათვის, ქართული ხილისაგან დამზადებული ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციის არეალს როგორც შიდა ბაზარზე, ისე საექსპორტო მიმართულებით აფართოებს. სხვა პროდუქციის გამოშვებასთან ერთად, საწარმოში შოკოლადის ინდუსტრიის მიმართულებაც ვითარდება, რაც ბოლო წლების საინტერესო ტენდენციაა. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ ბაზარზე ახალი ქართული პროდუქციის გამოშვების ყველა ინიციატივას”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. შპს ,,ბენჟი“ ქართული ხილის ალკოჰოლურ სასმელებს 2016 წლიდან აწარმოებს. კომპანიის მფლობელობაში არსებული თანამედროვე სტანდარტების ხილის გადამმუშავებელი ინფრასტრუქტურა, ხილის ჯემებისა და წვენების წარმოების საშუალებას იძლევა. ამ მიმართულების გასავითარებლად შეიქმნა ბულანჟერიის ქსელი „აუგუსტი“, რომელიც პრემიუმ ხარისხის პროდუქციით მარაგდება. შპს „აუგუსტის ხილის ქარხანა“ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ბენეფიციარია. აგროლიზინგის თანხა 250,000 ლარს აჭარბებს. ჯამურად, საწარმოში, 3 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ქრისტინე მორჩილაძე აცხადებს, საწარმოში 57 ადამიანია დასაქმებული. პროდუქციის რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე, ქსელურ მარკეტებში, ასევე, გადის ექსპორტზე ჩეხეთში; უახლოეს მომავალში კი, ექსპორტი ისრაელშიც განხორციელდება.
ისტორიაში პირველად, SpaceX-მა ორბიტიდან დაბრუნების შემდეგ Starship-ის კოსმოსური ხომალდი დაიჭირა
კრემლმა შესთავაზა შეერთებულ შტატებს ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფა, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საბა ლაზიშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



