|
2021-06-17 12:40:02, 1299 ნახვა
საზოგადოება
სახალხო დამცველი ნინოწმინდის პანსიონში მეუფე იაკობთან ერთად შევა
ვაპირებთ, რომ შემდეგ კვირაში ერთობლივად ჩავიდეთ პანსიონში, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ბოდბელ მთავარეპისკოპოსთან, მეუფე იაკობთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან პოზიტიური და არანაირი დაძაბულობა არ ყოფილა. „ეს იყო ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა, ძალიან პოზიტიურად იყო განწყობილი მეუფე იაკობი სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ სოციალური მუშაკები გააგრძელებენ დარჩენილი ბავშვების საჭიროებების შეფასებას და შესაბამისად, როგორც იქნება ბავშვებისთვის, მათი საუკეთესო ინტერესებისთვის საჭირო, ისე განვითარდება მოვლენები. რაც შეეხება ჩვენს ერთობლივ გეგმებს, ვაპირებთ, რომ შემდეგ კვირაში ერთობლივად ჩავიდეთ პანსიონში, ვინაიდან ბავშვებსაც აქვთ გარკვეული გაუცხოება სახალხო დამცველის მიმართ და მინდა, რომ ჩვენ მონიტორინგი ისე ჩავატაროთ, რომ ჩვენს შორის არსებობდეს ნდობა და მტრულად განწყობილი არ იყვნენ იქ მყოფი პირები ჩვენ მიმართ. ვფიქრობ, ეს ვიზიტი სიტუაციას განმუხტავს. ამის შემდეგ უკვე ჩემი წარმომადგნლები, სპეციალისტები დაიწყებენ იქ შესვლას. იქედან გამომდინარე, რომ მომავალ კვირაში მე მაქვს წლიური ანგარიშის წარდგენა პარლამენტში, როდესაც დასრულდება მოსმენა, ამის შემდგომ, ალბათ მომავალი კვირის ბოლოს გვექნება ერთობლივი ვიზიტი. იყო ძალიან პოზიტიური, კეთილგანწყობილი საუბრები იყო, არანაირი დაძაბულობა არ ყოფილა. ბევრ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს სრული თანხმობა ბავშვების ინტერესებთან მიმართებით. ძირითადად იყო ჩვენი შთაბეშდილებები და საუბრები პანსიონში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ისტორიაში პირველად, SpaceX-მა ორბიტიდან დაბრუნების შემდეგ Starship-ის კოსმოსური ხომალდი დაიჭირა
კრემლმა შესთავაზა შეერთებულ შტატებს ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფა, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საბა ლაზიშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



