|
2021-06-16 13:41:31, 673 ნახვა
საზოგადოება
ლელა ჩიქოვანმა საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამინისტროს წარმომადგენლებს უმასპინძლა
თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიის მიმართულებით, ორმხრივი ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლელა ჩიქოვანმა გიომ ლაგანს ვიზიტისა და საფრანგეთის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ თავდაცვის სფეროში პარტნიორობა და მრავალმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. „ლელა ჩიქოვანმა საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის, საჰაერო თავდაცვის სისტემის, ასევე სამთო მიმართულების გაძლიერების პროცესში ფრანგული მხარის წვლილი ხაზგასმით აღნიშნა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებულ რეფორმებს, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, ნატოს მნიშვნელოვან ჩართულობას შავი ზღვის უსაფრთხოებაში, ჩვენი ქვეყნის მტკიცე ერთგულებას არჩეული ევროატლანტიკური კურსის მიმართ. ლელა ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია საქართველოს ნატოს ოპერაციებში ნატოელ პარტნიორებთან ერთად მონაწილეობის გაგრძელება მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით და „მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში“ სტრატეგიის იმპლემენტაცია. შეხვედრას საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი დანი პიტი, მისი მოადგილე, მე-3 რანგის კაპიტანი, შარლ-ვიქტორ ორი და საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამინისტროს წარმომადგენელი, პანპი ეჩევერი დაესწრნენ“, - აღნიშნავენ უწყებაში.
ისტორიაში პირველად, SpaceX-მა ორბიტიდან დაბრუნების შემდეგ Starship-ის კოსმოსური ხომალდი დაიჭირა
კრემლმა შესთავაზა შეერთებულ შტატებს ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფა, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საბა ლაზიშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



