|
2021-06-16 11:49:09, 1597 ნახვა
პოლიტიკა
TI - პანდემიისა და კრიზისის დროს პარლამენტმა ფაქტობრივად უარი თქვა თავისი ფუნქციის შესრულებაზე
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აშშ-ის საერთაშორიო განვითარების სააგენტოს დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის გრანტის „საპარლამენტო ზედამხედველობის შეფასება საქართველოში“ ფარგლებში, საპარლამენტო კონტროლის განხორციელების შესახებ კვლევას აქვეყნებს. გამოქვეყნებულ კვლევაში შეფასებულია 2019 წლის 1-ელი იანვრიდან 2020 წლის 1-ელ ოქტომბრამდე პერიოდში განხორციელებული საპარლამენტო კონტროლი და მისი შედეგები. TI-ის კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ პანდემიისა და მისგან გამოწვეული კრიზისის დროს პარლამენტმა უარი თქვა თავისი ფუნქციის შესრულებაე და ადამიანის უფლებების შეზღუდვების უფლებამოსილება მთავრობას მიანდო ამასთანავე, კვლევაში ვკითხულობთ, რომ საგანგებო მდგოარეობის დროს პარლამენტო კომიტეტებს არ ჩაუტარებიათ სხდომა, რომელიც შეეხებოდა საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მთავრობის საქმიანობის კონტროლს. კომიტეტებს არ გამოუყენებიათ მათთვის მონიჭებული უფლებამოსილება საქმიანობის მიმართულებიდან გამომდინარე, შეემოწმებინათ, საგანგებო მდგოარეობის დროს გამოცემული ნორმატიული აქტების საქართელოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა და შესრულების მდგომარეობა. ასევე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში წერია, რომ პანდემიის დროს, განრიგით გათვალისწინებლი 11 „მინისტრის საათის“ ნაცვლად, მხოლოდ 4 ჩატარდა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთეობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაზე, ოპოზიციური ფრაქციების მოწვევისას არ მივიდა კომიტეტის სხდომაზე. „საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები, ხშირ შემთხვევაში, არ გამოიყენება ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. საანგარიშო პერიოდში ქვეყანა არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე იდგა, მაგ., ბორდერიზაცია, საოკუპაციო ხაზიდან ადამიანების გატაცება და მათთვის თავისუფლების აღკვეთა. აგრეთვე იყო უკანონო ფარული ჩანაწერების გავრცელების შემთხვევები, მათ შორის პოლიტიკურ თანამდებობის პირებზე. არაერთხელ, საჯაროდ, გაჟღერდა ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის დეპუტატების, ინტერესთა კონფლიქტის და სავარაუდო კორუფციული გარიგების შესახებ ინფორმაციაც. ე.წ. კლანის წევრების მიერ სასამართლო სისტემის მართვა ასევე არაერთხელ გახდა საზოგადოებისა და უცხოელი პარტნიორების მსჯელობის საგანი. თუმცა, არცერთ ზემოთ აღნიშნულ საკითხზე კომიტეტებს სპეციალური სხდომა არ ჩაუტარებიათ და არ მოუწვევიათ სხდომაზე ანგარიშვალდებული პირები“ - ვკითხულობთ TI-ის მიერ გავრცელებულ კვლევაში.
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)